27-მა პატიმარმა საპყრობილე დატოვა.
მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოების გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 3 არასრულწლოვანი, ერთი კი ქალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა საბჭოებმა გუშინდელ სხდომაზე სულ 31 მსჯავრდებულის საქმე განიხილეს და 27 დააკმაყოფილეს.