ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია დღეს წლის პირველ სხდომას გამართავს.
სხდომაზე, 100 პატიმრის საქმე განიხილება, მათ შორის, კომისიის წევრები სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოების მიერ უკვე განხილულ საქმეებსაც გადახედავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონით, ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოსთვის შესაბამისი რეკომენდაციით მიმართვას აღარ ითვალისწინებს და ის ძალაში ავტომატურად შედის.