დღეს, 5 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს "ბარამბოს" ტკბილეულის ქარხანა (სოფ. ნატახტარი) უმასპინძლებს.
ბავშვები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, კოკა სეფერთელაძესთან ერთად, ქარხანას დაათვალიერებენ და "ბარამბოს" ტკბილეულს საჩუქრად მიიღებენ.