კახეთის რაიონულ სასამართლოებში თანამშრომლები მასობრივად შეამცირეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, გურჯაანის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მაგისტრატ სასამართლოებში მხოლოდ ერთი მოსამართლე, თანაშემწე და მანდატურიღა დარჩნენ. კანცელარიის უფროსი, სპეცილისტები, სხდომის მდივნები და დანარჩენი მანდატურები გუშინ გაათავისუფლეს.
"როგორც გურჯაანის მაგისტრატ სასამართლოში განმარტეს, სასამართლო კვირაში მხოლოდ ერთ დღეს იმუშავებს. დანარჩენ დღეებში კი მოსამართლე და თანაშემწე თელავის რაიონულ სასამართლოში იქნებიან", _ აცხადებენ კახეთის საინფორმაციო ცენტრში.
მათი განცხადებით, სასამართლოებში განხორციელებულ შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში კომენტარი არ გააკეთეს.