ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.
"თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს არც არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება, მაგრამ ევროპა სხვანაირია", - წერს იგი სოციალურ ქსელში.