გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მემუარები 2024 წლის ნოემბერში გამოიცემა. იტყობინება გამომცემლობა Kiepenheuer & Witsch-ი.
წიგნი, სახელწოდებით Freiheit ("თავისუფლება"), რომლის მოცულობა თითქმის 700 გვერდია, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა მის თანაშემწე და მრჩეველ ბეატე ბაუმანთან თანაავტორობით დაწერა.
"ჩემთვის თავისუფლება არის ის, რომ არ შევწყვიტო სწავლა, არ ვიდგე ერთ ადგილზე, მქონდეს შესაძლებლობა წავიდე წინ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც კი", - ციტირებს გამომცემლობა მერკელის სიტყვებს.
მემუარები 26 ნოემბერს გამოვა და Kiepenheuer & Witsch-ის ცნობით, ხელმისაწვდომი იქნება 30-ზე მეტ ქვეყანაში, თუმცა ჯერ არ დაუზუსტებია სად.
გამომცემლობის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ბეჭდური წიგნის წინასწარი შეკვეთა 42 ევროდ, ხოლო ელექტრონული ვერსიის - 30 ევროდ.
ანგელა მერკელი გახდა პირველი ქალი, რომელიც გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას იკავებდა 2005 წლიდან 2021 წლამდე. მისი მოღვაწეობის პერიოდში ის ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.