თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ვეტერანებს 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა, სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"11-ვე დაკავებულს წვრილმანი ხულოგნობისა და პატრულის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ", - განმარტა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სხდომაზე ვეტერების დაცვის მხარემ აიდო-და ვიდეო მასალები წარადგინა, რომელშიც საპატრულო თანამშრომლების მიერ მომიტინგეთა ცემისა და მათი მისამართით უხამსი სიტყვების გამოყენება იყო ასახული, თუმცა მოსამართლემ "საქმეს ის არ დაურთო".
"ამ მასალების გამოყენება არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული", - დასძინა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანთა აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა გუშინ ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე დააკავეს.