საქართველოს ევროპული ორბიტის დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
"აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში. ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში დაძაბულობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ცდილობს ტერიტორია სრულად გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან.
პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი".