კვირას, 12 მაისს ლიეტუვაში საპრეზიდენტი არჩევნები გაიმართება. დაახლოებით 2,5 მილიონი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ გახდება სახელმწიფოს მეთაური მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშკარა ფავორიტია მოქმედი პრეზიდენტი, 59 წლის გიტაანს ნაუსედა, რომელიც 2019 წლიდან უდგას სათავეში ლიეტუვას.
არჩევნებში კიდევ 7 საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, 49 წლის ინგრიდა შიმონიტე. ნაუსედამ შიმონიტე 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 66%-ით დაამარცხა.
თუ არჩევნების პირველ ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, მეორე ტური 26 მაისს გაიმართება, სადაც საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
პარალელურად, ლიეტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.
ლიეტუვაში პრეზიდენტს უმეტესად ცერემონიული უფლებამოსილებები აქვს, თუმცა ფართო კომპეტენციით სარგებლობს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში.
ლიეტუვა არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. მას ესაზღვრება პოლონეთი, ლიტვა, რუსეთის ექსკლავი კალინინგრადის ოლქი და ბელარუსი.