სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა დადებითად 27 პატიმრის საქმე გადაწყვიტეს.
საბჭოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საპყრობილეებს 3 არასრულწლოვანი და 1 ქალი მსჯავრდებული დატოვებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა დღევანდელ სხდომაზე 31 მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების საბჭოები პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სხდომებს თვეში ერთხელ მართავენ და პატიმართა პირობით გათავისუფლება ყოველთვიურად ხდება.