აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა ეფექტს მოახდენს უკრაინისთვის მიწოდებული დახმარება ბრძოლის ველზე.
„ძნელია დროის დაბრუნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დახმარების გარეშე უკრაინას გაუჭირდება თავის დაცვა იმ უმაღლესი ძალებისგან, რაც რუსებს აქვთ“, - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები ახლა არის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა.
ოსტინის თქმით, პენტაგონი როცა დაფინანსების დამტკიცებას ელოდებოდა, მზად იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ საჭირო საბრძოლო მასალა უკრაინისთვის.
ასევე, როგორც ოსტინმა აღნიშნა, ჩინეთი დაეხმარა რუსეთის ფედერაციას სამხედრო ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში.
"ის{რუსეთი} ზრდის სამრეწველო წარმოებას. მაგრამ ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის დახმარების გარეშე, ეს სავარაუდოდ არ მოხდებოდა ისე, როგორც ეს მოხდა. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ სწორ არხებს, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ჩინეთისა და სხვების მიმართ, რომლებიც ასეთ მხარდაჭერას უწევენ,”- თქვა ოსტინმა.