ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს.
„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას” და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების საშუალებას იძლევა”, – წერს ლექსმანი.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.