სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მოკლეს.
დავით ქადეიშვილის ლიკვიდაცია დღეს გამთენიისას, ორმხრივი სროლისას მოხდა. სამართალდამცველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ ბრალდებულის კვალს სწორედ დღეს მიაგნეს. ქადეიშვილმა პოლიციელებს ცეცხლი თავადაც გაუხსნა.
ქადეიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში ნათესავი ხურციძეების ოჯახს დაესხა თავს. მან მამა-შვილი თევდორე და ირაკლი ხურციძეები დახოცა, რძალი ქეთევან აშუბა და 10 თვის ბავშვი კი დაჭრა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დამნაშავის კვალს დღეს გამთენიისას, სოფელ შრომაში, ქადეიშვილის მიერ კიდევ ორ ოჯახზე თავდასხმისას, დაზარალებულების მიერ პატრულის გამოძახების შემდეგ მიაგნეს. ქადეიშვილი, რომელმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, ორმხრივი სროლისას სასიკვდილოდ დაიჭრა.