იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია.
"იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია!
სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდის გათიშვა დანაშაულია.
დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა.
P.S იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა", - წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, ჰაკერული დაჯგუფება Anonymus-ი იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის გათიშვას იუწყებოდა.