დღეს, 4 იანვარს, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოები 31 მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხათუნა კალმახელიძის უწყებიდან აცნობეს, აღმოსავლეთ საქართველოს საბჭო 25 მსჯავრდებულის, დასავლეთ საქართველოს საბჭო სამი მსჯავრდებულის, არასრულწლოვანთა საბჭო კი სამი არასრულწლოვანის საქმეს განიხილავს.
საბჭოების ზეპირ მოსმენას 12:00 საათზე დაიწყებენ და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების საბჭოები პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სხდომებს თვეში ერთხელ მართავენ და პატიმართა პირობით გათავისუფლება ყოველთვიურად ხდება.