ქრისტიანული სწავლების თანახმად, დღეს, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევია.
დღეს, ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება.
წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მორწმუნეები წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ.