შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვის გაუფრთხილებლობით მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა შემთხვევაში ეჭვმიტანილი 51 წლის გიორგი ლომთათიძე უკვე დააკავეს.
"გიორგი ლომთათიძემ, 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით მეხუთე სართულის აივნიდან განახორციელა სამი გასროლა, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც გულ-მკერდის არეში დაჭრა იმავე კორპუსში, მეცხრე სართულის აივანზე მდგარი 11 წლის გიორგი ჭყოიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.