თბილისში ცივი იარაღით 25 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა დედაქალაქში წუხელ მოხდა. ლევან მერაბაშვილი ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ინციდენტს სამართალდამცველები იძიებენ.