ახალი წლის ღამეს ბრმა ტყვიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე მოხდა.
მოზარდი 1-ელი იანვრის დადგომის აღსანიშნავად აივანზე მაშხალებს ისროდა, როცა ის მეზობლის მიერ სანადირო თოფიდან გასრილილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
12 წლის ბიჭი გულში დაიჭრა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.