საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი მოქალაქეებს „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ამ წუთებში პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც დაუშვებელია.
„საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს!
საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ!” - თქვა ნინო ლომჯარია,.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტთან „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება.