საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისსაგანგებო შეხვედრა მოითხოვა.
ბორელის თქმით, შეხვედრაზე შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, სადაც ლიდერები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას განიხილავენ.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.
"ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმების შემდეგ, სამშაბათს მოვიწვიე EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას," - წერს ჯოზეფ ბორელი.