"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ქარდების დაბლოკვის უკან ოპოზიცია დგას, რომელიც "ფეისბუქის" სათაო ოფისთან არის შეკრული.
მისი თქმით, ოპოზიცია „გამჭვირვალობის კანონთან “დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.
„სათაო ოფისს მიაწოდეს ეს ინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა ეს მათ ვერ უშველის. საზოგადოება უკვე ისედაც ინფორმირებულია. ამან წარმოაჩინა უბრალოდ ის, რომ ისინი როგორც ჩანს, შეკრულები არიან ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" სათაო ოფისთან. მათ წარადგინეს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ რუსეთიდან გადმორიცხულ დეკლარირებულ თანხებს ეხება, რაც არის საკითხსისადმი ზერელე დამოკიდებულება და იაფფასიანი პოპულიზმი, იმიტომ, რომ უსაფრთხოების თემა მხოლოდ რუსეთთან არ არის დაკავშირებული, ეს გლობალური გამოწვევაა, - ამბობს ეკა სეფაშვილი.