კონსერვატიული პარტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებაშია, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, განიხილავს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის შეცვლას და მის ადგილზე თემთა პალატის ლიდერის, პენი მორდანტის დანიშვნას.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს, თუ არჩევნებში კონსერვატორები დამარცხდებიან და მნიშვნელოვან დანაკარგებს მიიღებენ ადგილობრივ საკრებულოებსა და მერიებში. გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხვების შედეგების მიხედვით, კონსერვატიულ პარტიას დამშვიდების საფუძველი არ აქვს.