ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ალტინფოს პარტიად დარეგისტრირებას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ნონიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი არსებითად არაფერს არ ცვლის.
მისივეთ თქმით, ისედაც ცხადია, რომ ეს ჯგუფი ერთსულ და ერთხორც არის ჩვენს მტრებთან და საქართველოს კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებასთან.
„ალტინფო პირდაპირი გზით ფინანსდება ჩვენი მტრისგან და ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენს წლების მანძილზე. ეს ხდება იმიტომ, რომ ზუსტად ერთნაირი, კოლაბორაციონისტული შინაარსის მატარებლები არიან და რუსეთთან თანამშრომლობენ.
ყოველგვარი თხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ ხელი შეუშალოს ალტინფოს პარტიად დარეგისტრირებას, ან საყვედური, ან რაიმე მსგავსი რეაქცია, ამ სიტუციაში ძალიან არადეკვატურია“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.