სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
კალმახელიძესთან ერთად არასრუწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი წელი ტელესერიალ "შუა ქალაქის" მსახიობებმა მიულოცეს და სერიალის 3 სეზონის DVD დისკები საჩუქრად გადასცეს.
საახალწლო ტორტი სიმბოლურად კალმახელიძემ გაჭრა და ტკბილეულით არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაუმასპინძლდა.