აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ნეკნის ტრავმის გამო საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, სალივანი ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავდა, მაგრამ სალივანს ნეკნის გაებზარა, რის გამოც ეს ვიზიტი გადაიდო, რადგან ის მკურნალობის ეტაპს გადის.
მისივე თქმით, ტრავმის მიზეზი უმნიშვნელო ინციდენტი იყო, რომელიც არავის მხრიდან არ იყო გამოწვეული.
ამასთან, კირბიმ დასძინა, რომ სალივანი გეგმავს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს თავის სამუშაო გრაფიკს.
აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამ კვირაში აპირებდა საუდის არაბეთში ვიზიტს, სადაც მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს უნდა შეხვდროდა, რათა სხვა საკითხებთან ერთად განეხილათ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი.