ჩეჩნეთის მკვიდრი ასჰაბ უსპანოვი, რომელიც მოკსოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „აგენტსტვო“ უსპანოვის დედაზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე უსპანოვის სიკვდილის შესახებ ცნობა ტელეგრამ-არხმა 1ADAT-მა გაავრცელა.
დედის თქმით, მისი შვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ცოლთან სამსახურში მიდიოდა.
Telegram-არხის 1ADAT-ის ცნობებით, უსპანოვი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე აიყვანეს. დაკავებისას ის ვერ მიხვდა ვინ აკავებდა მას და წინააღმდეგობა გაუწია.ტელეგრამ-არხი ამტკიცებს, რომ დაკითხვაზე კაცს ნეკნები და ხერხემალი დაუმტვრიეს, ასევე ცხედარს აღენიშნებოდა დახრჩობის კვალი და სისხლჩაქცევები.
ტელგრამ-არხი ამტკიცებს, რომ ძალოვანებმა მოაწყეს თვითმკვლელობის ინსცენირება. უსპანოვის დედამ გამოცემა „აგენტსვოს“ უთხრა, რომ მისი შვილი თავს არ ჩამოიხრჩობდა, რადგნ ის მორწმუნე მუსულმანი იყო.
შეაგახსნებთ, მოსკოვსში „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს 143 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.