რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოიპოვეს „მტკიცებულებები“ „კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელებსა და „უკრაინელ ნაციონალისტებს“ შორის კავშირების შესახებ.
აღნიშნულია, რომ მსგავსი „მტკიცებულებები“ მოპოვებულია „დაკავებულებთან მუშაობისა და ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების შესწავლის, ფინანსური ოპეარციების ანალიზის შედეგად“.
„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლისა და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია მტკიცებულება, რომ ისინი დაკავშირებულები არიან უკრაინელ ნაციონალისტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომ ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს.