გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამტკიცებს, რომ მისი გადაწყვეტილება არ მიაწოდოს Taurus-ის ფრთოსანი რაკეტები უკრაინას განპირობებულია იმით, რომ თავიდან აიცილოს პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შორის.
ამის შესახებ მან გამოცემა Märkische Allgemeine-ს განუცხადა
შოლცმა თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაურს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ომისა და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპაში უსაფრთხოებას.
"ეს ასევე ეხება Taurus-ის საკითხს. უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ომის ესკალაცია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის“, - განაცხადა კანცლერმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიაასევე არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში.
ამავდროულად, გერმანია, შოლცის თქმით, უკრაინას უჭერს მხარს იარაღითა და საბრძოლო მასალებით უფრო მეტად, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანა.
"მხოლოდ ამაზე ჩვენ ვხარჯავთ 28 მილიარდ ევროზე მეტს. უფრო მეტს, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა ერთად. და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება", - თქვა გერმანიის კანცლერმა.