უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის განხორციელება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ჩქარობდა „ისლამურ სახელმწიფოსთვის“ .პასუხისმგებლობის დაკისრებას.
„ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა [თავდასხმის შემდეგ] პირველ 24 საათში, როდესაც ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი, დაიწყეს ყვირილი, რომ ეს უკრაინას არ ჩაუდენია, ვფიქრობ, რომ ეს არის მტკიცებულება“, - აღნიშნა მან.
ზახაროვას თქმით, დასავლეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა რაღაცის მოფიქრება.
„ამიტომ მიმართეს „ისლამურ სახელმწიფოს“, ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ დაიწყო სწორედ ამ ვერსიების გავრცელება“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ყველამ იცის, ვინ დგას "ისლამური სახელმწიფოს" უკან. ”თქვენ - შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა - თქვენ თვითონ შექმენით ის, - თქვა ზახაროვამ.