საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. რუსეთის ხელისუფლების მიერ თავდასხმა ტერაქტად შეფასდა.