წუხელ სულხან-საბას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ არის გადაღებული.
ამ დროისთვის სამართალდამცველბი ჩანაწერებს შიფრავენ.
არსებული ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით 21 წლის გიორგი კენჭაძეს სავარაუდოდო მაყუჩიანი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გვიანობამდე მუშაობდნენ. მოკლულის გვამი ქალაქის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული.
გიორგი კენჭაძე წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და იქვე სწვალობდა. იგი სამშობლოში დახლებით ერთი თვის წინ დაბრუნდა.