მოსკოვში მომხდარი ტერაქტი არის რუსული სპეცსამსახურების პროვოკაცია პუტინის დავალებით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ კრემლის სპეცსამსახურების დაგეგმილ ოპერაციაზესაკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინის, ისევე როგორც მთელი თავისუფალი სამყაროს დისკრედიტაციის მიზნით. მისი მიზანია გაამართლოს კიდევ უფრო სასტიკი თავდასხმები უკრაინაზე და ტოტალური მობილიზაცია რუსეთში. მოსკოვში ხალხის საჯარო სიკვდილით დასჯა უნდა იქნას გაგებული, როგორც პუტინის საფრთხე ომის კიდევ უფრო ესკალაციისა და გაფართოების შესახებ, - განაცხადა იუსოვმა.
იუსოვმა დასძინა, რომ „საერთაშორისო საზოგადოება კარგად იყო ინფორმირებული ამის შესახებ“ და „გაფრთხილებული იყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქეები“.
„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
ამ დროისათვის გავრცელებული ცნობებით, დაღუპულია 40 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი ჰქოდეს.
ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ, აბსოლუტურად, უკრაინას კავშირი არ აქვს „კროკუს სითიში“ განვითარებულ მოვლენებთან.