არ არის საჭირო ხალხის შეშინება იმით, რომ ომი გარდაუვალია. უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა არის გარდაუვალი, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
„ევროპელებისთვის ლაპარაკი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, ლაპარაკია უკრაინის დახმარებაზე, რომ უკრაინელები არ დაიხოცონ დონბასში,”- განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება 31 მილიარდ ევროს აღწევს.
„ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიანად, მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვართ ამ ომის ნაწილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, გავზარდოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. არ არის საჭირო ხალხის შეშინება იმით, რომ ომი გარდაუვალია. უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა არის გარდაუვალი. ეს არ არის დონბასისთვის სიკვდილი, ეს არის უკრაინელების დახმარება, რომ ისინი არ დაიხოცონ დონბასში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.