საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზებს ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90% გამოიყენონ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. იუწყება Reuters
მისივე თქმით, დანარჩენი კი ევროკავშირის ბიუჯეტში გაიგზავნოს უკრაინის თავდაცვის მრეწველობის გასაძლიერებლად.
ბორელი წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ ოთხშაბათს, 20 მარტს წარუდგენს.