წუხელ გვიან ღამით 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
ინციდენტი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე დაახლებით ღამის 01:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობმა პირმა 22 წლის გიორგი კენჭაძეს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გვიანობამდე მუშაობდნენ.
მოკლულის გვამი ქალაქის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული.