უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ამ გაზაფხულზე და ზაფხულში გადაწყდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს უბრალო გზავნილი გადასცა: „რისი გაკეთებაც აუცილებელია, სწრაფად უნდა გაკეთდეს“.
"ეს ჩვენც გვეხება. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი, გავაკეთოთ მეტი, უფრო სწრაფად. ამიტომ ჩვენ ვზრდით სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ასევე ეხება შეერთებულ შტატებს. შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ამ ზაფხულს რუსეთის დიდ შეტევას ელის და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის მომავალი არჩევნების შედეგებს“, - თქვა ბორელმა.