სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ რუსთავის # 16 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მოინახულა. მინისტრთან ერთად რუსთავში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიაც იმყოფებოდა.
სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობა არასრულწლოვანთა # 11 და რუსთავის # 6 დაწესებულებების ტერიტორიაზედაც დასრულდა.
სამივე დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემანი მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც ხელს შეუწყობს ოჯახებთან მსჯავრებულების ურთიერთობას.
გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2011 წლიდან, ეტაპობრივად, ყველა დაწესებულების ტერიტორიაზე დაიწყება.