რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთმა დიდი როლი ითამაშა ბელგიის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.
”ბელგია გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დიდწილად რუსეთისა და რუსეთის პოზიციის წყალობით”, - თქვა მან.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ რუსეთს აქვს „ურთიერთობის საკუთარი ისტორია“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. მას არ განუმარტავს, თუ როგორ უკავშირდება ბელგიის დამოუკიდებლობა რუსეთს.
ბელგიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1830 წლის რევოლუციის შემდეგ. მანამდე იგი ნიდერლანდების შემადგენლობაში შედიოდა.
დღეს ბელგია ნატო-ს წევრია. მისი დედაქალაქია ალიანსის შტაბ-ბინა. ევროკავშირის ჩამოყალიბებით ბრიუსელი ევროპის პოლიტიკურ ცენტრადაც იქცა - აქ არის ევროკავშირის ყველა მმართველი სტრუქტურა.