უნგრეთი ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს არჩევის წინააღმდეგია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. იუწყება Politico.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსის 31 წევრი ქვეყნის მესამედს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მხარი დაუჭიროს თუ არა რუტეს, რომელსაც შეერთებული შტატები ემხრობა. ამავდროულად, რუტე ბუდაპეშტის ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ხნის კრიტიკოსია.
„ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ადამიანს, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა. ძალიან უცნაური იქნება, თუ უნგრეთის მთავრობა მხარს დაუჭერს ასეთ კანდიდატურას“, - თქვა სიიარტომ.
ნატო-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს თანამდებობა 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ 2022 წლის მარტში ალიანსის ქვეყნების ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს მისი მანდატის გაგრძელება 2023 წლის 30 სექტემბრამდე უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ივლისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე კიდევ ერთ წელს, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დარჩებოდა.