ბელორუსი-პოლონეთის საზღვართან საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ბელორუსული სააგენტო "ბელაპანი" იუწყება, ქართველების აყვანა გროდნოს რაიონის სასაზღვრო ზონაში, მესაზღვრეების მიერ, 25 დეკემბერს მოხდა.
დაკავებული ქართველებიდან 5-ს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ ბელორუსის გავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სურდათ გადასვლა.