გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საჰაერო ძალების (ლუფტვაფეს) მაღალჩინოსნების ონლაინკონფერენციის ჩანაწერის სავარაუდო გაჟონვაზე: ”ეს ძალიან სერიოზული საკითხია”, - თქვა გერმანიის მთავრობის მეთაურმა. „ამიტომ, ეს საკითხი ახლა ძალიან ფრთხილად, ძალიან ინტენსიურად და ძალიან სწრაფად იქნება გარკვეული“, - აღნიშნა მან.
სააგენტო dpa-ს ცნობით, ლუფტვაფეს ოფიცრების ონლაინკონფერენციის ჩანაწერი, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა, ნამდვილია, თუმცა სააგენტოს, წყაროები არ დაუსახელებია. ჟურნალისტების თქმით, საუბარი ნამდვილად შედგა Webex-ის პლატფორმაზე. გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უკვე ამოწმებს ინფორმაციებს ონლაინკონფერენციის შესაძლო მოსმენის შესახებ.
მანამდე, რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, 40 -წუთიანი აუდიოჩანაწერი გადასცეს, რომელშიც „ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრები“ განიხილავენ ყირიმის ხიდზე შესაძლო თავდასხმებს. გერმანული TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. სიმონიანმა საუბრის ჩანაწერი და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, 19 თებერვალს შედგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიისგან განმარტება მოითხოვა. „კითხვებზე პასუხების თავის გაცემაზე არიდების მცდელობა ჩაითვლება დანაშაულის აღიარებად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი კიევისთვის TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია, რადგან მისი განცხადებით, რაკეტებს შეუძლიათ მოსკოვში გარკვეულ სამიზნეების მიაღწიონ.