გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინი ამჟამად არ მიაწვდის კიევს TAURUS-ის ფრთოსან რაკეტებს, რადგან მათ შეუძლიათ მოსკოვში გარკვეულ სამიზნეების მიაღწიონ.
„TAURUS-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მას შეუძლია მოსკოვში, გარკვეულ სამიზნემდე მიაღწიოს“, - აღნიშნა მან.
კანცლერმა აღნიშნა, რომ TAURUS-ის რაკეტების გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, უკრაინაში გერმანელი სამხედროების გაგზავნა იქნება საჭირო, თუმცა, მისი თქმით, ეს გამორიცხულია. ”მე გამოვხატავ ჩემს თავს მთელი დიპლომატიური აბსტრაქციით: სხვებმაც იზრუნეს, რომ ზუსტად იცოდნენ, რა სად დაეშვება”, - თქვ შოლცმა.
ოლაფ შოლცმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევს, რადგან რაკეტას შეუძლია რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ფრთოსან რაკეტებს გერმანულ-შვედური კომპანია Taurus Systems-ი აწარმოებს.
თავის მხრივ, უკრაინა მუდმივად აცხადებს, რომ ძლიერი, თანამედროვე იარაღი მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.