თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ყველა ღონეს მიმართავს ყირიმელი თათრების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. თურქეთი ასევე მზად არის წვლილი შეიტანოს უკრაინის სწრაფ აღდგენაში.
"მიუხედავად იმისა, რომ ომი მესამე წელი მიმდინარეობს და მთელი ჩვენი ძალისხმევას არ აქვს საკმარისი პროგრესი მშვიდობის დამყარებისთვისმ ვრჩებიიმავე აზრზე, დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი, რათა დასრულდეს ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. უათღესად აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად გამოიყეენებული იქნას ყველა დიპლომატიური არხი. ჩემი აზრით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის დაწყება, რათა სულ მცირე, განვსაზღვროთ მშვიდობის საერთო პარამეტრები. ამ მხრივ, ჩვენ ფუნდამენტურად ვუჭერთ მხარს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის 10 პუნქტს", - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთმა წამყვანი როლი აიღო ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მეორე პუნქტის - „სასურსათო უსაფრთხოების“ განხორციელების ძალისხევაში.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივისთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის გაერთიანება. მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა რჩება დღის წესრიგში, მაგრამ საჭიროა წესების დაცვა შავ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტებს გაერო-სთან ახალი წესების, მათ შორის შავ ზღვაში უსაფრთხოების ვალდებულებების დასამყარებლად. გარდა ამისა, ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ადრე დავიწყეთ სტამბოლში მშვიდობის დამყარებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.