ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
27 თებერვლის პლენარულ სესიაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, დახმარების გამოყოფის წინააღმდეგი 40 დეპუტატი იყო, ხოლო 39-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს.
უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. პირველ თებერვალს ევროკავშირმა უნგრეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.