საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, პარლამენტის წევრი, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩივიაშვილი შეწყალების კომისიის წევრი გახდა.
როგორც გიორგი ჩივიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, შეწყალების კომისიაში ის თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, აწ გარდაცვლილი გიორგი არსენიშვილის ნაცვლად შევიდა.
შეწყალების კომისია სულ 14 წევრისგან შედგება, აქედან შვიდი დეპუტატია.