ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში 5 გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
სასტუმრო "ჰეალეას" თანამშრომლებმა მძაფრი სუნი შენიშნეს და გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ხუთივე გარდაცვლილი მამაკაცი იყო.
გარდაცვლილთა შორის ორი 19 წლის, ერთი 18-ის და ორიც 17 წლის იყო.
როგორც CNN იუწყება, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.