"სერიოზულად არავის მიუღია" - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა "მეორე ფრონტის" შესახებ დასმულ შეკითხვას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე
ბორელის თქმით, არავის სმენია უკრაინიდან მსგავსი მოწოდებები. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას უნდა ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობები და ქვეყნებს შორის დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი ირებს სარგებელს.
„ჩვენ გვინდა, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსა და უკრაინას, მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.
კარგი განწყობა უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობებში. „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი, ეს დიდი ამბავია, გრძელი, ხანგრძლივი ამბავია. სერიოზულად ეს არავის მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან ან სხვა პირების მხრიდან“, – განაცხადა ბორელმა.