ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზის სექტორში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს.
„26-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა არსებულ განცხადებას და ასევე მოამზადა ახალიც, რომელშიც დამატებულია პუნქტი, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რასაც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების უპირობო გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა”, – განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ.
მას არ დაუსახელებია ქვეყანა, რომელიც არ დაეთანხმა წინადადებას, თუმცა, Reuters-ი წერს, დიპლომატების თქმით, მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა დაბლოკა.