გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება.
„თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენი ძალა შეირყევა და ჩვენი მხარდაჭერა გაქრება, ის ძალიან ცდება“, - თქვა ანალენა ბერბოკმა.
მისი განცხადებით, ევროპის სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტური გახდება, თუ პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანია გააძლიერებენ კოორდინაციას უახლოეს თვეებსა და წლებში“, - განაცხადა ბერბოკმა.
„მილიარდები, რომელთა ინვესტირებსაც ჩვენ უკრაინაში ვეწევით, არის ასევე მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
მისივე თქმით, მომავალში ევროკავშირის ქვეყნებმა კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ თავდაცვის პროექტებზე.